მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირთან ხელშეკრულების დადებასთან ახლოს ვართ - საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირი და არაბთა გაერთიანებული საამიროები
BM. GE
11.12.25 22:15
327

ევროკავშირსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი პროგრესით მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია ეკონომიკური თანამშრომლობის ყოველმხრივ შეთანხმებაზე (CEPA).

ცნობისათვის, მოლაპარაკებები ამ წლის მაისში დაიწყო. საგულისხმოა, რომ ორივე მხარის წარმომადგენლებმა პოზიტიური მოლოდინები არაერთხელ გააჟღერეს. ეს შეთანხმება შეამცირებს ტარიფებს მრავალი სახის საქონელზე, ასევე გაამარტივებს ციფრულ ვაჭრობას და მოიზიდავს საერთო ინვესტიციებს. ამავე შეთანხმებაში დიდი როლი მიენიჭება ეკოლოგიურ და ციფრულ საკითხებს - ეს ის სექტორებია, რომელთა ტრანსფორმაციასაც ორივე მხარე ცდილობს. კონკრეტულად, საუბარია მწვანე წყალბადზე, კრიტიკული მნიშვნელობის რესურსებზე, განახლებად ენერგიასა და განვითარებულ ტექნოლოგიებზე.

როგორც საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ლენა ნუსეიბემ განაცხადა, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

შეთანხმების დადების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირისათვის სპარსეთის ყურის რეგიონში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი წარმატების შემთხვევაში, ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) თანამშრომლობა ძირეულად განახლდება და გაღრმავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები