2025 წლის 8 თვეში საქართველო ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი წლის ჭრილში 8%-ით არის გაზრდილი.
ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, რომელიც 6-ჯერ აჭარბებდა ექსპორტს. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების ჯამური წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 11.4%-ს, ხოლო იმპორტში 25.1%-ს შეადგენს.
ექსპორტი EU-ში
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 505 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 47.5%-იანი ზრდაა. საგულისხმოა, რომ ეს ზრდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ასევე ფეროშენადნობების და სასუქების ექსპორტის გააქტიურებას უკავშირდება.
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $88.5 მლნ
- ფეროშენადნობები - $65.6 მლნ
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $44.3 მლნ
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $41.6 მლნ
- თხილი და სხვა კაკალი - $33.7 მლნ დოლარი;
BMG-მ ევროკავშირის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ-10 ექსპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- სს არ ემ ჯი კოპერი
- სს რუსთავის აზოტი
- შპს ატლანტიკ საქართველო
- შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი
- შპს პალატი 2022
- შპს რუსთავის ფოლადი
- შპს სილქ თრეიდი
- შპს ჯეო ლოჯისტიკ
- შპს ჯეორჯიან პროდაქტს
- შპს ჯორჯიან მანგანეზი
EU-დან იმპორტი
8 თვეში იმპორტმა 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3.2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - $506.3 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $334.3 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $218.9 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $70.3 მლნ;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $54.8 მლნ.
BMG-მ ევროკავშირიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ-10 იმპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- სს გეფა
- შპს ავერსი-ფარმა
- შპს აკა
- შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
- შპს ლუკოილ-ჯორჯია
- შპს პსპ ფარმა
- შპს რომპეტროლ საქართველო
- შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
- შპს ფილიპ მორის საქართველო
- შპს ჯორჯიან პეტროლიუმი




























