ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ვარაუდით ვაქცინაციის კამპანიის დაწყების საუძველზე, ევროკავშირის ეკონომიკა 3.9 პროცენტით გაიზრდება 2022 წლისთვის, რაც 0.9 პროცენტით მეტია თავდაპირველად ნავარაუდევ მაჩვენებელზე.
„ევროკავშირის ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება და 2020 წელს დაკარგული მაჩვენებლების სწრაფი ტემპით აღდგენა ვერ მოხერხდება, ”- განაცხადა ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ევროკომისიამ 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,4 პროცენტული პუნქტით 3,7%-მდე შეამცირა და ასეთი ცვლილება პანდემით გამოწვეული რისკებით ახსნა.




























