მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების დასაწყებად რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"გავცემთ რეკომენდაციას, საბჭომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან. უკრაინელები საკუთარ ქვეყანაში საფუძვლიან რეფორმებს ატარებენ და მზად არიან გაწევრიანებისთვის, იმ დროსაც კი, როცა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.

ავცემთ რეკომენდაციას, საბჭომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მოდოვასთან. ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა აჩვენა რეფორმების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დემოკრატიის მიმართ მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები შეინიშნება", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღეს, ევროპულმა კომისიამ გაასაჯაროვა დასკვნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გასცემს მაშინ, როცა გაწევრიანების გარკვეული კრიტერიუმები შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები