მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიის პრეზიდენტმა ელჩებთან უკრაინის/მოლდოვის გაწევრიანების საჭიროებაზე ისაუბრა - Bloomberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს დაგეგმილი მიმართვისას ისაუბრებს იმაზე თუ როგორ ფუნდამენტურად შეცვალა უკრაინის ომმა ევროკავშირი.

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით დაწერს, თვის დასაწყისში ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩებს უთხრა, რომ საჭიროა ბლოკის საზღვრები გაფართოვდეს, იმისთვის, რომ უპასუხონ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. ამას გარდა, მან თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვას სჭირდებათ წევრობა, რათა არ მოხვდნენ ისეთი ქვეყნების გავლენის ქვეშ, რომლებიც ევროგაერთიანების ღირებულებებს არ იზიარებენ.

ეს ორი ქვეყანა, ისევე როგორც სხვები, რომლებმაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთეს, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, საჭიროა დააჩქარონ რეფორმები, რათა შესაბამისობაში მოვიდნენ ევროკავშირის წესებთან იმისთვის, რომ სრულად ისარგებლონ იმ პოლიტიკური მხარდაჭერით, რაც ამ ქვეყნების მიმართ ბრიუსელში არსებობს. 

როგორც Bloomberg წერს, ევროკომისია, როგორც ბლოკის აღმასრულებელი უწყება, სავარაუდოდ, ოქტომბერში განაცხადეს გასცემს თუ არა რეკომენდაციას დაიწყოს ფორმალური მოლაპარაკების პროცესი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობაზე. 

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი ქვეყანა რამდენიმე დასახელებულ პრიორიტეტს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები