მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპარლამენტი საქართველოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს" - განცხადება

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი საქართველოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ განცხადებას თავად ევროპული საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს და პროდასავლური აქციიდან ფოტოს ურთავს.

"მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მოუწოდებს საქართველოს, ხელახალი კენჭის ყრა ერთი წლის ვადაში ჩაატაროს.

ევროპარლამენტარები გმობენ არაერთ სერიოზულ ელექტორალურ დარღვევას, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინების, შედეგების მანიპულაციის, საერთაშორისო დამკვირვებელთა საქმიანობაში ჩარევისა და საარჩევნო მოწყობილობების მანიპულაციების დადასტურებულ ფაქტებს", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტის ხუთი ძირითადი ჯგუფის ერთობლივ რეზოლუციას "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ" მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

რეზოლუციაში არის მოწოდება, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არ აღიარებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, პერსონალური სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას.

ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან.

"ოცნების" ლიდერების სანქცირება, ივანიშვილის აქტივების გაყინვა, ახალი არჩევნები - რა რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები