მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია სამწუხაროა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე
10.07.25 13:15
440

"ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია ძალიან დასანანი და სამწუხაროა",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც SWIFT-იდან საქართველოს შესაძლო გათიშვას უკავშირდებოდა.

გუშინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მათ შორის არის მოწოდება შემდგომი შემზღუდავი ზომების განხილვის შესახებ, როგორებიცაა SWIFT-იდან ჩახსნა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას.

„ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. საქართველოში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა ევროპული კვლევების მიხედვითვე 20%-ით რომ არის დაკლებული, არ უნდა უკვირდეთ, როდესაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ სამარცხვინო შანტაჟს ახორციელებენ. ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები