მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: იმედია უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკება წელს დაიწყება

6403482fa4c63
ალა ისპირიანი
04.03.23 17:28
868
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყება.

ამის შესახებ მან ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იმედი მაქვს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მან ასევე თქვა, რომ აღფრთოვანებულია იმ ტემპით, რომლითაც უკრაინის უმაღლესი რადა აღწევს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესრულებაში.

შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა უკრაინაშია. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები