ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ახალმა ევროკომისიამ დღეს მიიღო საბოლოო თანხმობა ევროპარლამენტისგან, რაც საშუალებას აძლევს 1-ელ დეკემბერს შეუდგეს უფლებამოსილების შესრულებას, 5 წლის ვადით.
კომისიამ სტრასბურგში დეპუტატებისგან 370 ხმა მიიღო, 282-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ ეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის კომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადა იქნება.
"ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ შევუდგეთ მუშაობას“, - თქვა ლაიენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომისია ყოველთვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლის ერთგული იქნება.
27-წევრიანი ევროკომისიის შემადგენლობა, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი წარმომადგენელი ჰყავს, ასე გამოიყურება:
- ავსტრია - მაგნუს ბრუნერი - კომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში;
- ბელგია - ჰაჯა ლაჰბიბი - კომისარი მზადყოფნისა და კრიზისების მართვის საკითხებში;
- ბულგარეთი - ეკატერინა ზაჰარიევა - კომისარი სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციების საკითხებში;
- ხორვატია - დუბრავკა შუიცა - ხმელთაშუა ზღვის რეგიონის კომისარი;
- კვიპროსი - კოსტას კადისი - მეთევზეობისა და ოკეანეების კომისარი;
- ჩეხეთი - იოზეფ სიკელა - საერთაშორისო პარტნიორობის კომისარი;
- დანია - დენ იორგენსენი - ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში კომისარი;
- ესტონეთი - კაია კალასი - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი;
- ფინეთი - ჰენა ვირკკუნენი - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში;
- საფრანგეთი - სტეფან სეჟურნე - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კეთილდღეობისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში;
- გერმანია - ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი;
- საბერძნეთი - აპოსტოლოს ციციკოსტასი - კომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში;
- უნგრეთი - ოლივერ ვარჰეი - კომისარი ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში;
- ირლანდია - მაიკლ მაკგრატი - დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის კომისარი;
- იტალია - რაფაელე ფიტო - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერთობისა და რეფორმების საკითხებში;
- ლატვია - ვალდის დომბროვსკის - ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისარი;
- ლიეტუვა - ანდრიუს კუბილიუსი - თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში კომისარი;
- ლუქსემბურგი - კრისტოფ ჰანსენი - კომისარი სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში;
- მალტა - გლენ მიკალეფი - თაობათაშორისი სამართლიანობის, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარი;
- ნიდერლანდები - ვოპკე ჰოეკსტრა - კომისარი კლიმატის, წმინდა ნულოვანი და სუფთა ზრდის საკითხებში;
- პოლონეთი - პიოტრ სერაფინი - საბიუჯეტო, თაღლითობისა და საჯარო მართვის კომისარი;
- პორტუგალია - მარია ლუის ალბუკერკი - ფინანსური მომსახურებისა და შემნახველი და საინვესტიციო კავშირის კომისარი;
- რუმინეთი - როქსანა მინზატუ - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხალხის, უნარებისა და მზადყოფნის საკითხებში;
- სლოვაკეთი - მაროშ შეფჩოვიჩი - კომისარი სავაჭრო და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში;
- სლოვენია - მარტა კოსი - გაფართოების საკითხებში კომისარი;
- ესპანეთი - ტერეზა რიბერა - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სუფთა, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ტრანზიციის საკითხებში;
- შვედეთი - ჯესიკა როსვოლი - კომისარი გარემოს დაცვის, წყლის გამძლეობისა და კონკურენტული ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში.