დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი კომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების წინადადება არ მიიღო.
შესაბამისი რეზოლუცია ჩავარდა, რადგან მას მხარი 175-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 360 იყო, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. მისაღებად კი ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო.
ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადება მემარჯვენე ფრთის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების (ECR) რუმინელმა ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვა.




























