მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ევროპარლამენტში ხსენებაზე] ქართული მხრიდან თხოვნა არ ყოფილა - ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი

"ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა" - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, ბრიფინგზე განაცხადა. მან უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ქართული მხარის თხოვნა, ევროპარლამენტში გამოსვლისას ეხსენებინა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგია.

11 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ სომხეთის უდიდესი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა და გაყინული პოლიტიკური დიალოგია.

„ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. შეშფოთება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი, რადგან, მართლაც, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები