მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები დაეცა - რა გახდა მიზეზი?

გაზი
BM. GE
22.08.25 15:32
383

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასები საგრძნობლად დაეცა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლო 8 თვის განმავლობაში მაჩვენებელი ასე დაბალ ნიშნულზე არ ჩამოსულა. ფასების კლების მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებისადმი გაჩენილი ოპტიმიზმია. როგორც ცნობილია, ბოლო ორ კვირაში ამერიკაში გამართულმა ორმა ისტორიულმა სამიტმა სამშვიდობო შეთანხმების დადების ალბათობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე ბუნებრივი გაზის ნიდერლანდურ სავაჭრო ჰაბში (TTF) ფიუჩერსების ფასი 10%-ით შემცირდა. რაც შეეხება მიმდინარე ფასებს, მაჩვენებელი 2.4%-ით შემცირდა და მეგავატ საათ ენერგიაზე €30.96 შეადგინა. შესაბამისად, ახლა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენა €317 ევროდ არის შესაძლებელი. ეკონომისტები თვლიან, რომ ფასების კლება ომის დასრულების ალბათობის ზრდასთან ერთად, ზაფხულში შემცირებულ მოხმარებასთანაცაა დაკავშირებული.

ომის შესაძლო დასრულების ფონზე ბუნებრივ აირზე ფასების კლება ადასტურებს, რომ ევროპის ენერგო-ბაზარი არამარტო მოთხოვნა-მიწოდების მაჩვენებლების მატებასა და კლებაზე, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენებზეც საგრძნობლად რეაგირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები