მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ფეროშენადნობების ფასი კვლავ მცირდება

ფეროშენადნობები ჯორჯიან მანგანეზი

2023 წლის სექტემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 8%-ით შემცირდა, ჩინურის კი 3.7%-ით გაიზარდა, რაც პირველი თვიური ზრდაა ამ წლის იანვრის შემდეგ.

სექტემბრის ბოლოს ერთი ტონა ფეროსილიკონის ფასი ევროპის ბაზარზე 1365 დოლარს შეადგენს, ხოლო ჩინეთში მისი ფასი 1385 დოლარია.

 Galt And Taggart-ის შეფასებით, ზრდა ფასების ტრენდის ცვლილების ნაწილი იქნება თუ დროებითი მატება, დამოკიდებული იქნება მომავალ თვეებში ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე.

სუსტი გლობალური მოთხოვნა და შესაბამისად დაბალი ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტზეც აისახა და ის წლიურად 69%-ით შემცირდა. 2023 წლის 8 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი 115 მლნ დოლარამდე შემცირდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები