მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდება შეამცირა

62e16e6319020
თამთა ჯიჯავაძე
27.07.22 21:05
742
ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გერმანიას და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს მიწოდება შეუმცირა. ამის შესახებ BBC წერს. საუბარია ფასების დაახლოებით 2%-იან ზრდაზე.

ევროპელი პოლიტიკოსები კრემლს გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ამჟამად გერმანიას რუსეთიდან გაზსადენ Nord Stream 1-ით ბუნებრივი აირის ადრინდელი მოცულობის მხოლოდ მეხუთედი მიეწოდება.

რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომი“ გაზის მიწოდების შემცირებას გაზსადენის ტურბინების რემონტის საჭიროებით ხსნის. თუმცა გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ არ არსებობს ტექნიკური მიზეზი, რის გამოც მიწოდების მოცულობა მცირდება.

ამასობაში პოლონეთი აცხადებს, რომ წლის ბოლოდან რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებლები გახდებიან. ქვეყნის პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა: „ახლაც კი რუსეთი ვეღარ შეძლებს ჩვენს დაშანტაჟებას იმ სახით, როგორც მაგალითად გერმანიას აშანტაჟებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები