ზაფხულში გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება, - ინფორმაციას Georgian Airways ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო!
13:00 საათიდან დაიწყება ავიაბილეთების გაყიდვა ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე.
ბილეთის ფასი: 295 ევროდან. პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.www.georgian-airways.comგთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.