მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის დღეებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾600 ათასი გამოიყოფა

ევრი~ოპა

ევროპის დღეებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი ლარი გამოიყოფა. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდა.

„9-11 მაისს ევროპის დღეების ფარგლებში ქალაქ თბილისში გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოიყოს 600 000 ლარი“, - წერია განკარგულებაში.