მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქვეყნებშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი და რამდენია ის?

ხელფასი

ევროკავშირმა ახალი დირექტივა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, ბლოკის წევრ ქვეყნებში მინიმალურ ანაზღაურებად ქვეყნის მედიანური ხელფასის 60%-ით განისაზღვრა. დოკუმენტის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობა რეგულარულად გადაიხედება, რათა ის მიმდინარე ინფლაციურ მაჩვენებლებთან თანხვედრაში იყოს.

Euronews-ის ინფორმაციით, 2024 წელი გარდამტეხი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მხრივ, რადგან აღნიშნული დირექტივა ძალაში 15 ნოემბრიდან უნდა შევიდეს.

თუმცა, ვიდრე ბლოკის წევრ ქვეყნებს მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის ვალდებულება ექნება, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, მინიმალური ხელფასი 5-ში: დანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში - განსაზღვრული არ არის, კვიპროსში კი შესაბამისი კანონი გასულ წელს მიიღეს.

რაც შეეხება 10 კანდიდატ თუ პოტენციურ კანდიდატს ქვეყნებს, მათგან 8-ს (საქართველო, ალბანეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ჩრდ. მაკედონია, მონტენეგრო) მინიმალური ანაზღაურება ოფიციალურად აქვთ განსაზღვრული, ორს (ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო) კი - არა. ასევე არ აქვთ განსაზღვრული მინიმალური ხელფასი “თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის” წევრ ქვეყნებს - ნორვეგიას, შვეიცარიასა და ისლანდიას.

მინიმალური ხელფასის ოდენობა ევროკავშირის მასშტაბით მკვეთრად განსხვავდება და თუ ლუქსემბურგში მინიმალური თვიური შემოსავალი 2 571 ევროა, ბულგარეთში ის 477 ევროს არ აღემატება. მინიმალური ხელფასი 2 000 ევროს მხოლოდ ლუქსემბურგში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში აღემატება.

ოფიციალურად განსაზღვრული მინიმალური ხელფასი 1 000 ევროს არ აღემატება 22-დან 14 სახელმწიფოში, მათ შორის, ყველაზე დაბალი ის ჩრდ. მაკედონიაშია და 360 ევროს უდრის, ყველაზე მაღალი კი - პოლონეთში, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასი 978 ევროს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები