მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად €1.59 მლრდ-ის დაფინანსება დაამტკიცა

62def2a38f755
ალა ისპირიანი
25.07.22 23:35
587
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად 1,59 მლრდ ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ბანკი ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, დაფინანსება უკრაინაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების განახლებას მოხმარდება.

"რუსეთის ომმა უკრაინაში დამანგრეველი გავლენა იქონია ქვეყნის მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკაზე. უკრაინაში არსებული უკიდურესად რთული სიტუაციის გათვალისწინებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორთა საბჭომ დღეს უკრაინისთვის დამატებით 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. 

შერჩეული პროექტები მოიცავს ენერგეტიკას, ენერგოეფექტურობას, გზებს, ტრანსპორტს, განათლებას და ინფრასტრუქტურას, ასევე რეკონსტრუქციისა და აღდგენის პროგრამებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

EIB-ის დახმარების პაკეტს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა. მისი მოსაზრებით, ეს დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას. ასევე მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს.

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ EIB-ს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მათ უკრაინის მხარდასაჭერად ძლიერი გლობალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები