მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპული, აზიური და ამერიკული საფონდო ინდექსები მკვეთრად გაიზარდა

საქსტატი

აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის და ახლო აღმოსავლეთში რისკების დეესკალაციის სიახლე ინვესტორებმა განსაკუთრებით პოზიტიურად მიიღეს.

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე S&P 500-ის, Nasdaq-ის და Dow Jones-ის შეფასება საშუალოდ 3%-ით გაიზარდა.

ევროპული ინდექსების შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 3-დან 4%-ის ფარგლებში იყო.

რაც შეეხება აზიის რეგიონს, იაპონური, ჩინური, ინდური და კორეული ინდექსების შეფასება 5%-ზე მეტად გაიზარდა.

ამჟამად ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ მშვიდობა ორკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც შენარჩუნდება და ირანთან ომი საბოლოოდ დასრულდება, რაც ენერგეტიკული კრიზისის გამწვავების რისკებს დრამატულად შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები