მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ვთავაზობთ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული თარგმანით, კობახიძემ თქვა, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.

„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა იყოს საჯარო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები