მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

644bb17a88a7e
მარიამ ვარადაშვილი
28.04.23 15:47
680
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე ის არის, რომ 2008 წლის ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების ანალიზის შემდგომ საქართველოს მთავრობამ გასული წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება.

რუსეთითვის დაწესებული დაახლოები 130 მლნ ევროს გადახდა სხვადასხვა დარღვევაზე გადანაწილდა. კერძოდ, რუსეთს საქართველოსთვის შემდეგი სამი თვის განმავლობაში 3.2 მლნ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს მკვლელობების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. რუსეთს საქართველოსთვის მოუწევს თითქმის 2.7 მლნ ევროს გადახდა ასზე მეტი ადამიანისთვის არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობის გამო. რუსეთს მოუწევს მოუწევს 640 ათასი ევროს გადახდა ქართველი სამხედრო ტყეების წამების გამო, რომლებიც ცხივნალში 8-17 აგვისტოს პერიოდში იყვნენ დაკავებულები. 115 მილიონი ევროს კომპენსაცია კი შეეხება 23 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც საკუთარ სახლებში დაბრუნება ვერ შეძლეს. რუსეთს 8.2 მლნ ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა სულ მცირე 412 მსხვერპლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები