მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროზონაში ინფლაცია 2%-ზე დაბლა ჩამოვიდა

ევროზონა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, გასულ თვეს წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 2.7%-ისა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად წლიური ინფლაციის დონე ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულზე დაბლაა, რომელიც 2%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები