მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია გაიზარდა

ევროზონა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. კერძოდ, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.9% შეადგინა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.4%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 3.6%-ისა.

წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდა პირდაპირ კავშირშია წითელ ზღვაში არსებულ ვითარებასთან, სურსათის გაძვირებასთან და ენერგორესურსების ფასების მატებასთან, რასაც სწორედ საბაზისო ინფლაციის განსხვავებული დინამიკა ცხადყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები