ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. კერძოდ, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2.6% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 2.7%-ისა.
წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდა პირდაპირ კავშირშია წითელ ზღვაში არსებულ ვითარებასთან, სურსათის გაძვირებასთან და ენერგორესურსების ფასების მატებასთან, რასაც სწორედ საბაზისო ინფლაციის განსხვავებული დინამიკა ცხადყოფს.