ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებულ მინიმალურ დონეს წარმოადგენს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 4.2%-ისა.
წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, რომლის ფასიც ერთწლიან ჭრილში თითქმის 70%-ითაა შემცირებული.