ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 2.5% შეადგინა, რაც სრულ შესაბამისობაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის ძირითად ნაწილში ფასების დონე ისევ აჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს.
ინფლაციის ტემპის შენელება პირდაპირ კავშირშია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, ევროკავშირში რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 4.25%-ია.