მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ExxonMobil-ი რუსეთში ბუნებრივი გაზის პროექტს აჩერებს

624abee4b24f6
მარიამ ვარადაშვილი
04.04.22 13:58
863
ExxonMobil-ი რუსეთში თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტს აჩერებს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. საუბარია რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე გაზისა და ნავთობის ობიექტებზე, რომელთა ბედიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაურკვეველი რჩება. Exxon-ი რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rosneft-თან ერთად “შორეული აღმოსავლეთის თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტს” გეგმავდა. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მალევე შეუერთდა და ქვეყნის დატოვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კერძოდ, ExxonMobil-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთის გაზისა და ნავთობის პროექტებს ტოვებს, რომელთა ჯამური ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამასთან, კომპანიამ რუსეთში ახალი ინვესტიციებიც გააჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები