მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა წაშალა რუსეთიდან მართული გვერდები, რომლებიც "რუსულ კანონზე" ოცნებას მხარს უჭერდნენ

fb

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა Meta-მ წაშალა გვერდები და ანგარიშები, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის "რუსულ კანონზე" ქართული ოცნების მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებენდნენ და ამ გზით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. Meta-ს პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული გვერდები რუსეთის ფედერაციიდან იმართებოდნენ და პოსტებს ქართულ ენაზე ავრცელებდნენ.

Meta-ს ანგარიშის მიხედვით, საუბარია 76 Facebook ანგარიშზე, ასევე 30 გვერდსა და 11 ინსტაგრამ ანგარიშზე, რომლებიც, რუსეთის ფედერაციიდან ოპერირებდნენ და რომელთა სამიზნე აუდიტორიებსაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომხმარებლები წარმოადგენენ. ანგარიშში არაა მითითებული აქედან უშუალოდ რამდენის სამიზნეს წარმოადგენდა საქართველოში არსებულ მომხმარებლებზე გავლენის მოხდენა, თუმცა მითითებულია, რომ:

"საქართველოში მათ გამოაქვეყნეს პოსტები უცხოური აგენტების კანონის შესახებ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც ისინი აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ "მმართველ პარტიას",- ნათქვამია Meta-ს ანგარიშში.

Meta-ს თანახმად, აღნიშნულ გვერდებსა და პოსტებში გადახდილი მარკეტინგის ბიუჯეტი 77 ათას დოლარს აღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები