დღეიდან, Facebook Messenger-ში მიმოწერა უფრო დაცული გახდა, რადგან სწორედ ამას ითვალისწინებს ორმხრივი დაშიფვრის მექანიზმი, რომელიც კომპანიამ აპლიკაციაში აწ უკვე სავალდებულოდ დანერგა. E2EE-მექანიზმი, Messenger-ში პირველად ჯერ კიდევ 2016 წელს გამოჩნდა, როცა მომხმარებელს შეეძლო აერჩია, გამოიყენებდა თუ არა მას საკუთარი მიმოწერის დასაშიფრად, მაგრამ ამიერიდან, მიმოწერის დაცვის ეს სტანდარტი ყველა მომხმარებლისთვის ავტომატურად გააქტიურდება.
ორმხრივი დაშიფვრის მექანიზმი კომუნიკაციის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმია, რომლითაც გაგზავნილი შეტყობინებებისა თუ განხორციელებული ზარების ამოშიფვრა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წაკითხვა, მხოლოდ იმ ორ მხარეს შეუძლია, რომლებიც ამ საუბარში მონაწილეობდნენ. სისტემა თითოეულ მათგანს პერსონალიზებულ გასაღებს უგენერირებს, რომელიც მომხმარებლის კონკრეტულ მოწყობილობას არის მიბმული და შესაბამისად, შეტყობინების ამოშიფვრა მხოლოდ ამ მოწყობილობით შეიძლება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მიმოწერა ჰაკერის ხელში აღმოჩნდა, მის გაშიფვრას, ანუ ტექსტად გადაქცევას ის ვერ შეძლებს, თუ, ცხადია, გასაღებიც არ მოიპოვა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.