მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი ICC-ის გენმდივნის სპეცწარმომადგენლად დაინიშნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

6009a70fbcf73
თამთა ჯიჯავაძე
21.01.21 20:18
2117
ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამის შესახებ ფადი ასლიმ "ფეისბუქზე" თავად დაწერა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ ჩემი დანიშვნის შესახებ "საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში”. ჩემი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ქსელის ეფექტიანი გაფართოების მეთვალყურეობას მთელ რეგიონში ჩინეთის საზღვრებამდე, რეგიონალური საზღვრების გახსნის ხელშეწყობას თავისუფალი ვაჭრობისთვის, ღია ბაზრის ეკონომიკის ადვოკატირებასა და ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას რეგიონში", - წერს ფადი ასლი.

ის ასევე წერს, რომ როგორც ქართველი, ამაყობს და მადლობას უხდის გენერალურ მდივანს, ჯონ დენტონს ნდობისთვის. "მისი მხრიდან ნდობის გამოცხადება ჩემთვის დიდი პატივია", - წერს ფადი ასლი.

ცნობისთვის, ფადი ასლი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იყო.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 45.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები