მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: ვინ გადაუხდის ხალხს ხელფასებს, ვინ შეიძენს ფერმერისგან მოსავალს?!

5e9f2e8697dc5
BM.GE
21.04.20 21:30
3103
როდესაც მარტის დასაწყისში კარანტინი გამოცხადდა, მე მხარი დავუჭირე მთავრობას. ექვსი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ კარანტინში ვართ, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებმა, რომლებსაც ვირუსმა გაცილებით მეტად დაარტყა ვიდრე ჩვენ, დაიწყეს ეკონომიკის ამუშავება, – ამის შესახებ ICC ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი წერს.

მისივე თქმით, კარანტინის მთელი იდეა და მიზანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გადატვირთვის თავიდან არიდებაა. საქართველოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების და სასუნთქი აპარატების 50% კი გამოუყენებელი და ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

"გაუგებარია აზრი ამ დრომდე არსებული შეზღუდვებისა, რომელიც უფრო გამკაცრდა, რაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ხოლო დღეის მდომარეობით კარანტინი და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 22 მაისამდე იგეგმება.

ვინ გადაუხდის ხალხს ხელფასებს?

ვინ შეიძენს ფერმერისგან მოსავალს?

როგორ ფიქრობს მთავრობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის დაპირებული 1.5 მილიარდი დოლარი ამისთვის საკმარისი იქნება?

ჩემთვის გაუგებარი რჩება, რის მიღწევას ცდილობს მთავრობა ამით!

კარანტინი გულისხმობს ინფიცირებულების იზოლაციას, საქართველოში პირიქით ხდება, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე ვკეტავთ ჯანმრთელ ხალხს სახლში.

მთავრობას უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური და ეკონომიკური კატასტროფისკენ მივყავართ.

სრულად ვგმობ მთავრობის გადაწყვეტილებებს და მოვითხოვ, რომ ყველა მინისტრისა და ჯანდაცვის მესვეურების საბანკო ანგარიშები და ხელფასები იქნას შეჩერებული და გაყინული სოლიდარობის ნიშნად იმ ათასობით ადამიანისადმი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ალბათ მაშინ, როდესაც საკუთარი ოჯახების შენახვას ვეღარ შეძლებენ, მივლენ პრობლემის ლოგიკურ, კონსტრუქციულ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე, რომლებიც თავადვე გამოიწვიეს", – წერს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები