მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Family Mart-ის შემდეგ შქმერულის წვნიანი Lawson-ის მაღაზიებშიც გაიყიდება

5fae704542723
ელენე გოგბერაშვილი
13.11.20 19:24
984

Family Mart-ის შემდეგ ქართული კერძით იაპონიის კიდევ ერთი მარკეტების მსხვილი ქსელი, Lawson დაინტერესდა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 14 ათასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დღეიდან Lawson-ის მაღაზიებში სწრაფი მომზადების შქმერულის წვნიანი გაიყიდება. 

"საელჩო აქტიურად ჩართულია აღნიშნული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. პროდუქტის შეფუთვაზე აღნიშნულია შქმერულის ქართული წარმომავლობა, რაც იაპონიაში საქართველოს ცნობადობის კიდევ მეტად გაზრდას შეუწყობს ხელს"-აცხადებენ საელჩოში.



როგორ მოხვდა რაჭული „შქმერული“ იაპონიის სწრაფი კვების ქსელში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები