მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO ხორბლის მსოფლიო წარმოების პროგნოზს ამცირებს

62cc2ea96ba80
მარიამ ვარადაშვილი
11.07.22 21:55
754
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია [FAO] მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზს ზრდის. კერძოდ, FAO-ს პროგნოზი 2022 წელს მარცვლეულის გლობალურ წარმოებაზე ივლისში 7 მილიონი ტონით 2 792 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 0.6%-ით ნაკლებია 2021 წლის მსოფლიო წარმოებაზე.

რაც შეეხება ხორბლის მოსავალს, FAO პროგნოზირებს, რომ მისი წარმოება 2022 წელს 770.3 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც წლიურად 1%-იან შემცირებას გულისხმობს. შემცირების მიზეზად FAO ევროკავშირის პროგნოზს იშველიებს, რომელმაც უნალექობის გამო მოსავლიანობის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის თანახმად, ამ შემცირებამ ვერ დააკომპენსირა კანადასა და ავსტრალიაში მოსავლიანობის გაუმჯობესებული მოლოდინი.

2022/23-ში მარცვლეულის გამოყენების პროგნოზი ასევე გაიზარდა 2 797 მილიონ ტონამდე, მაგრამ 2021/22-ის დონეს კვლავ 0.1%-ით ჩამორჩება. 2022/23-ში მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობის შესახებ FAO-ს უახლესი პროგნოზი 468 მილიონი ტონაა. ის გასულ თვესთან შედარებით 4.8 მილიონი ტონით გაიზარდა, მაგრამ სამი სეზონის განმავლობაში ყველაზე დაბალია და 2.4%-ით ნაკლებია 2021/22-სთან შედარებით.

FAO-მ ასევე გამოაქვეყნა ანგარიში მოსავლის პერსპექტივებისა და სასურსათო სიტუაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 46 ქვეყანა (33 აფრიკაში, 10 აზიაში, ორი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში და ერთი ევროპაში) სასურსათო დახმარებას საჭიროებს. ამ სიაში არიან უკრაინა და შრი-ლანკა. FAO-ს პროგნოზი მთლიანი მარცვლეულის წარმოებაზე დაბალი შემოსავლის მქონე სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების ჯგუფში (LIFDCs) 2022 წელს არის 187,8 მილიონი ტონა, რაც ზღვრული ზრდაა ხუთწლიან საშუალო და წინა წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები