მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ფასების დაჭერა ძალიან გვიჭირს“ - რა გამოწვევებით ოპერირებს საკონდიტრო "გაამოს"?

გაამოს

საკონდიტრო პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "გაამოში" აცხადებენ, რომ მათ ნაწარმზე "ფასების დაჭერა" ძალიან უჭირთ. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო შოშიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

„ფასების დაჭერა ძალიან გვიჭირს“, - ამბობს კომპანია “გაამოს” დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ ქართულ საკონდიტრო ბრენდს, „გაამოს“, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და თავი მალევე დაიმკვიდრა, თავისი ხელწერითა და უნიკალური ნიშით, დღეს არაერთი გამოწვევა უდგას წინ.

ნინო შოშიაშვილი განმარტავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე პროდუქციის ფასების შენარჩუნებაა, ვინაიდან ნედლეულზე ფასები წლიდან წლამდე იზრდება. განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ის ფაქტიც, რომ კომპანიას შემოსავლები ლარში აქვს, მაშინ როცა იმპორტირებული ნედლეულის შესაძენად ევროს გადახდა უწევს.

„ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ნედლეულის ღირებულება უფრო ძვირია, ხოლო დაგენერირებული შემოსავლები უცხოელ კოლეგებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. მათ ევროში უწევთ როგორც გაყიდვები, ისე ანგარიშსწორება, მაშინ როცა მე შემოსავალს ლარში ვიღებ და ნედლეულს ევროში ვყიდულობ“, - თქვა მან.

შოშიაშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ბალანსი, რომელიც არახელსაყრელი კურსების და ნედლეულის მაღალი ფასების გამო ირღვევა, პატარა საკონდიტრო ბიზნესისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის და ბაზარზე სტაბილურად დარჩენას ართულებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ნედლეულის არჩევანი გაზრდილია და უკვე ადგილობრივ მაღაზიებშიც შესაძლებელია ისეთი ინგრედიენტების შეძენა, რაც წლების წინ მიუწვდომელი იყო, შოშიაშვილი აღნიშნავს, რომ სასურველი ხარისხის და მრავალფეროვანი ნედლეულის შეძენისთვის, საუკეთესო არჩევანი საერთაშორისო ბაზრები რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები