ნიკოლ ფაშინიანს სურს, სომხეთი ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, “კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მოდერატორის კითხვაზე, თუ რომელ წელს სურს, იხილოს ქვეყანა ევროკავშირში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სომხეთის საგარეო კურსი ევროკავშირისკენ გადაიხარა. რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისარმა, ჯუტა ურპილაინენმა. სომხეთთან ურთიერთობის ახალი დღის წესრიგი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ბლოკი სომხეთთან თანამშრომლობას სამი სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის დაწყებასაც მოიაზრებს.