მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდი Maritime & Merchant Bank-ის მეწილე გახდა

ერლინგ ჰალანდი

“მანჩესტერ სიტის” ნორვეგიელი თავდამსხმელი, ერლინგ ჰალანდი ლოგისტიკური პროექტების დაფინანსებაზე ორიენტირებული ნორვეგიული ბანკის, Maritime & Merchant Bank-ის მეწილე გახდა.

ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰალანდის საინვესტიციო კომპანიამ ბანკის 600,000 აქცია შეიძინა, რაც კომპანიის 0.7%-ის ტოლია. დღევანდელი ფასებით, ბანკში ფეხბურთელის წილი $732,000-ადაა შეფასებული.

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი კომპანიების წილებში ინვესტირებს, მეტიც - ამ დროისთვის, ჰალანდის სიანვესტიციო ფონდი Pillage 3 რამდენიმე კომპანიის აქციონერად გვევლინება. კომპანიის პორტფელში ვხვდებით, როგორც გადამზიდაც Hoegh Autoliners-ს, ასევე უძრავი ქონების კომპანია Entra-ს, ნავთობჭაბურღილების საინვესტიციო კომპანია Akastor-სა და ბიოფარმაცევტულ კომპანია Nykode Therapeutics-ს. გასულ თვეში, ერლინგ ჰალანდმა თმის შესაკრავების მწარმოებელი Bon Dep-ის აქციონერიც გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები