ფეხბურთის ფედერაციას, სახელმწიფოს და ხელისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება დიდ შედეგებზე საუბარი, - ამის შესახებ "ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას და სახელმწიფოს აქვთ ერთობლივი ინტერესი, ხელი შეუწყონ სპორტის განვითარებას, რაც დაკავშირებულია თავისთავად ჯანსაღ ცხოვრებასთან.
"ერთ დონეზე ეთამაშო გერმანელს და იტალიელს, ამას სჭირდება რესურსი და ეს რესურსი რომ არ მაქვს და შენ, გულშემატკივარი მთხოვ წადი ახლა იტალიას მოუგე. ჩივაძე თელასში დარბოდა ყოველ ერთ საათში - შუქი აუნთე ბავშვებს, ცხელი წყალი არ აქვთ, იქნებ დაიბანონ - ეს გამოვიარეთ და რწმენით მოვედით. სულ გვჯეროდა, რომ ჩვენ დონეზე იქნებ როგორმე რაღაცებს მივაღწიოთ, არ დავკარგოთ ეს სული ქართველობის, ჩვენი ნაკრების, ჩვენი რწმენის, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიქმნება პირობა, რომ ჩვენ ფეხბურთელს არ ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ვინმე რამეს არ უსრულებს და მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს, 100%-ით, მხოლოდ თამაშზე. დღეს ეს მიღწეულია.
ფეხბურთის ფედერაციას ცალკე აღებული, სახელმწიფოს და ხელისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება დიდ შედეგებზე საუბარი, იმიტომ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, ინვესტიციები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები. ეს ყველაფერი შედის სახელმწიფოს ინტერესშიც, რომ იყოს თავისთავად ჯანსაღი ცხოვრება და ბევრი ბავშვი დაკავდეს სპორტით. კონკრეტულად ფეხბურთს, რომელსაც ასეთი რესურსი და შესაძლებლობები აქვს სჭირდება სისტემური მიდგომა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




























