მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერი“ შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, ინვესტიცია - $260 მლნ

63ece41599842
თელარა გელანტია
16.02.23 00:05
2608
„ფერი“ შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა.

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი, 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა.

ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციითვე, შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 260 მლნ დოლარია.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, ქარის სადგური ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა შევიდეს.

„ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყოა შიდა ქართლში 206 მეგავატი სიმძლვარის ქარის სადგურის პროექტი. ამ ეტაპზე, ველოდებით, როდის დაასრულებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი მაგისტრალის მშენებლობას, რადგან რელიეფის გამო, ვერ ვახერხებთ ადგილზე ულტრათანამედროვე ქარის გენერატორების მიტანას.  როგორც გვპირდებიან, მაგისტრალის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება და ერთ წელიწადში, 2024 წელს ექსპლუატაციაში შევიყვანთ ქარის სადგურს“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები