მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას დიდი ჰესების აშენებისთვის გამბედაობა ეყოფა? - ლაშა იორდანიშვილის პასუხი

63ef82d121852
თელარა გელანტია
19.02.23 17:26
1107
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი არა კერძო ინვესტორმა, არამედ სახელმწიფომ უნდა ააშენოს. „მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების“, - ასე ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილი.

BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას კომპანია „ფერის“ აღმასრულებელ დირექტორს ლაშა იორდანიშვილს მსხვილის ჰესების აშენების პერსპექტივა შევაფასებინეთ, რადგან როგორც ცნობილია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჰიდროელექტროსადგურების, განსაკუთრებით კი, დიდი ჰესების მისამართით ნეგატიური განწყობაა.

- ბატონო ლაშა, გჯერათ, რომ მთავრობას ეყოფა გამბედაობა, დაიწყოს მსხვილი ჰესების აშენება?

- ჩვენ <კომპანია „ფერის“>სახელმწიფოსთან ერთად ჰესის აშენების კარგი გამოცდილება გვაქვს. ვგულისხმობ „დარიალჰესს“, რომელიც დღეს საამაყო ჰიდროელექტროსადგურია და ჩვენს ენერგოსისტემას ელექტროენერგიას სრულად აწვდის; მაშინ სახელმწიფოს ჩართულობა რომ არ ყოფილიყო, პროექტი ვერ გაკეთდებოდა... ამდენად, სახელმწიფო რომ ტექნიკური კუთხით მოაბამს თავს <მსხვილი ჰესების აშენებას>, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ გულისხმობთ მოსახლეობის დამოკიდებულებას, ვფიქრობ, მოსახლეობასთან ყველას ერთად გვაქვს სამუშაო. დიდი იმედი მაქვს, გენერაციის ახალი ობიექტების აშენების საჭიროებას და ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას მოსახლეობაც დაინახავს. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ უშეცდომოები ვართ?! ჩვენ ვამბობთ, რომ ღია ვართ და თუ რამე არ მოგწონთ, გვითხარით, რა არის მიუღებელი და ისე გავაკეთოთ...

- და მაინც, მთავრობა გაბედავს, მაგალითად, თუნდაც მოდიფიცირებული ხუდონჰესის მშენებლობის განახლებას?

- ძალიან მინდა, დავიჯერო, რომ <გაბედავს>

- პრობლემური „ნამახვანჰესის“ საკითხიც, რომლის ინვესტორი კომპანია ENKA საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებს. ამის პარალელურად, რამდენად რეალისტურია ახალი ინვესტორის მოძიება - მაგალითად, თქვენ გარისკავდით?

- მე <კომპანია „ფერის“> არ მაქვს კაშხლიანი ჰესის აშენების გამოცდილება და თუ არ გავრისკავ, არ გავრისკვ იმიტომ, რომ ამის გაკეთება არ ვიცი. მე მახსოვს, როდესაც „ყაზბეგიჰესი“ შენდებოდა, უფრო დიდი პროტესტი იყო მოსახლეობაში, ვიდრე 700-მეგავატიან „ხუდონჰესზე“,მაგრამ ჩვენ ავაშენეთ „ყაზბეგიჰესი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები