მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერების მიერ დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ 140 მლნ ლარს გადააჭარბა

5f251026bd1c3
BM.GE
01.08.20 11:44
1025
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება კი 140 მლნ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.