მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობების იმპორტი 69.7%-ით შემცირდა - რომელ ქვეყნებში და ვის გააქვს საქონელი?

649eda284dad5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.23 09:28
550
მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეალიზებით საქართველომ სულ რაღაც 86 მილიონ 489 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამში ამ პერიოდში 70 737 ტონა ფეროშენადნობები გავიტანეთ.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ხუთი თვის ექსპორტთან შედარებით 69.7%-ით, ხოლო მოცულობა 46.4%-ით შემცირდა.

ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს საქონლის ექსპორტი ყოველთვიურად იკლებდა. თვეების მიხედვით ფეროშენადნობების რეალიზების მაჩვენებელი ასეთი იყო:

1. იანვარი - 50.8 მლნ დოლარი, 40 829 ტონა;
2. თებერვალი - 20.8 მლნ დოლარი, 16 617 ტონა;
3. მარტი - 10.1 მლნ დოლარი, 9 335 ტონა;
4. აპრილი - 2.5 მლნ დოლარი, 2 239 ტონა;
5. მაისი - 2.1 მლნ დოლარი, 1 716 ტონა.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიუხედავად იმისა რომ სტატისტიკის მიხედვით მარტის შემდეგ რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი არ განხორციელებულა, ეს მიმართულება ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იმ ქვეყნების სია კი სადაც 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გავიტანეთ ასეთია:

1. რუსეთი - 45.3 მლნ დოლარი, 36 224 ტონა;
2. თურქეთი - 19.5 მლნ დოლარი, 17 138 ტონა;
3. აშშ - 9 მლნ დოლარი, 6 024 ტონა;
4. ალჟირი - 5.8 მლნ დოლარი, 5 250 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 2.8 მლნ დოლარი, 2 281 ტონა;
6. საფრანგეთი - 1.5 მლნ დოლარი, 1 714 ტონა;

ამ ბაზრების გარდა, მცირე მოცულობებით ექსპორტი ფეროშენადნობების ექსპორტი პაკისტანში, ირანში, ერაყში, ნიდერლანდებში, სომხეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, მოლდოვაში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში გავიტანეთ.

ფეროშენადნობების შემცირებული ექსპორტის პირობებში BM.GE დაინტერესდა რომელმა კომპანიებმა გაიტანეს საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობები. TOP-5 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: შპს რუსელოის; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი; შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; შპს ჯი თი ემ გრუპ; შპს ჯორჯიან მანგანეზი. 

ცნობისთვის: 2023 წლის თებერვლიდან ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრებს გამოეთიშა რუსეთი. ქართველი ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი 2023 წლის 23 იანვრამდე რუსეთი იყო. ამ ბაზარზე ექსპორტის მოცულობის 40% მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა, რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ჩაიკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები