მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari ავტომობილებისთვის გადასახადს კრიპტოვალუტაშიც მიიღებს

ferrari

სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Ferrari, თავისი ძვირად ღირებული ავტომობილებისთვის ტრანზაქციებს ამიერიდან კრიპტოვალუტაშიც მიიღებს. ცვლილება თავდაპირველად აშშ-ში ამოქმედდება და მოგვიანებით ევროპაშიც გავრცელდება.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, კრიპტოში გადარიცხვების მოთხოვნა Ferrari-ს მდიდარი კლიენტურის მოთხოვნა იყო.

კომპანიების უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, კრიპტოვალუტაში გადახდის მიღებისგან თავს იკავებენ, რადგან გაყიდვებში მათი გამოყენება არაპრაქტიკულია. გარდა ამისა, კრიპოთი გადახდას თან ახლავს არათანმიმდევრული რეგულაციები და ელექტროენერგიის დიდ მოცულობასაც მოითხოვს, რამაც გადახდის ამ მეთოდის ფართოდ გავრცელებას შეუშალა ხელი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მაც დაიწყო ბიტკოინის, როგორც გადახდის მეთოდის, მიღება, თუმცა ილონ მასკმა ეს პროცესი მალევე დაასრულა. 

Ferrari-მ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამერიკის რეგიონში, რაც აშშ-საც მოიცავს, 1 800 ავტომობილი გაყიდა. თუმცა კომპანია არ ასაჯაროებს, როგორ აისახება გაყიდვების რაოდენობაზე გადახდებში კრიპტოვალუტის ინტეგრირება. 

Ferrari-ის სპორტული ავტომობილების ფასი 200 ათასი ევროდან იწყება და 2 მლნ ევრომდე ადის. იტალიურმა კომპანიამ 2022 წელს 13 200 ავტომობილი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები