UEFA-ს წევრი საფეხბურთო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს და კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაგეგმილი ჩემპიონატის ჩატარების საკითხი განიხილეს.
მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საფეხბურთო საზოგადოება გრძნობს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და წელს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარებისგან თავს შეიკავებს.
ახალი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.