რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს შეიძლება ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაუბრუნონ. 24 იანვარს რუსები უეფასთან დიალოგისას საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ, რის გამოც შემდეგი შეხვედრა თებერვალში ჩაინიშნა.
ერთადერთი ცნობილი ისაა, რომ წელს აგვისტოში ყაზანი უეფას "სუპერთასს" არ უმასპინძლებს, რის გამოც უეფამ ახალი მასპინძლის მოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებები და რუსული კლუბები საფეხბურთო ტურნირებიდან 28 თებერვალს მოკვეთეს, რაც რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულ ომს უკავშირდება.