მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-მ 2023 წლის სუპერთასისთვის ახალი მასპინძელი შეარჩია

63d267c9d895b
ირაკლი მოდებაძე
26.01.23 15:53
1146
UEFA რუსეთის დასჯას აგრძელებს - 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩი, რომლის მასპინძლად ყაზანი იყო არჩეული, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ნაცვლად, ათენში გაიმართება. შეხვედრა, რომელშიც ტიტულისთვის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები შეხვდებიან, 16 აგვისტოს, საბერძნეთის დედაქალაქში, არენა "გეორგიოს კარაისკაკისზე" ჩატარდება.

UEFA-ს 2020 წლის გადაწყვეტილებით, სუპერთასის შეხვედრა ყაზანში, "აკ ბარს არენაზე" უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესდა - ქვეყნის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან, სანკტ-პეტერბურგს კი ჩამოართვეს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება, რომელიც საბოლოოდ პარიზში ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები