მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIDELITY კლიენტებს კრიპტოვალუტა ეთერიუმში ინვესტირების საშუალებას მისცემს

635266db1d815
გიორგი თოლორდავა
22.10.22 00:30
686
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი საფინანსო ორგანიზაცია Fidelity ინსტიტუციურ კლიენტებს კრიპტოვალუტა ეთერიუმში ინვესტირების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, საფინანსო ორგანიზაცია თავის 34 მილიონ მომხმარებელს ბიტკოინით ვაჭრობის საშუალებასაც აძლევს.

Fidelity-ის საბროკერო ტრეიდინგ პლატფორმას კომპანიების აქციებთან და ობლიგაციებთან ერთად ახლა უკვე კრიპტოვალუტების ინდექსებიც დაემატება.

საგულისხმოა, რომ Fidelity თითქმის 5 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივების მენეჯერად აქცევს.

ამერიკული საფინანსო ჰოლდინგი 70,000 თანამშრომელს ასაქმებს და მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტი ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოაქტივების მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ გასულ წელს კომპანიამ საპენსიო დანაზოგებისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა დაამატა. მომხმარებლებს მიეცად იმის საშუალება, რომ თავიანთი დანაზოგის მცირე ნაწილი კრიპტოაქტივებისთვის დაეთმოთ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები