მაისში გამართულ FIFA-ს კონგრესზე პალესტინის ფეხბურთის ფედერაციამ ღაზაზე მიტანილი იერიშების გამო ისრაელის საფეხბურთო საბჭოს დასჯის შესახებ განცხადება გააკეთა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინომ კი პალესტინელებს სიტუაციის შეფასებების შემდეგ საკითხზე მსჯელობას დაჰპირდა.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომაზე სწორედ დაპირისპირებული მხარეების სიტუაციას განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. პალესტინელების მოთხოვნაა ისრაელის საფეხბურთო ფედერაცია დასანქცირდეს, ვინაიდან ისინი FIFA-ს რეგულაციას არღვევენ.
ცხადია ისრაელის საფეხბურთო ფედერაციაში აღნიშნულ განცხადებას არ ეთანხმებიან და ცინიკურსაც კი უწოდებენ.
ცნობისთვის, ისრაელის საფეხბურთო ნაკრები საშინაო თამაშებს უნგრეთში თამაშობს, ხოლო ბელგიის ნაკრებმა გასულ თვეში აღმოსავლელების გუნდის მასპინძლობაზე სულაც უარი განაცხადა.