Financial Times-ის შეფასებით, თურქეთიდან რუსეთში ისეთი საქონლის ექსპორტი, რომელიც რუსული ომის მანქანისთვის აუცილებელია, მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა.
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც $158 მილიონია. ეს მაჩვენებელი 2022 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს.
საბაჟო მონაცემთა ბაზის Trade Data Monitor Financial Times-ის ანალიზის მიხედვით, ამ რიცხვის საშუალო მაჩვენებელი 2015-21 წლებში $28 მილიონი იყო.
"მზარდმა ვაჭრობამ და თურქეთში რუსეთის არმიის მიერ გამოყენებული 45 სამოქალაქო მასალის იმპორტის შესაბამისმა ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს შორის.
იმის ნიშნად, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტი გახდა, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბოლსა და ანკარას ეწვევა, სადაც სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას განიხილავს, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს მიმდინარე წელს ნელსონის მეორე ვიზიტი იქნება ქვეყანაში", - წერს გამოცემა.