მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

5ee223e96fc9a
BM.GE
11.06.20 16:29
678
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა - ჯინდა ნაოიამ ონლაინ კონსულტაციები გამართეს საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განახლების მიზნით.

განახლებული შეთანხმების პროექტის მიზანია, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შემოთავაზებული სიახლეების გათვალისწინება (დანერგვა), რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები