მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური აპლიკაცია Revolut საქართველოში აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას გამოუშვებს

639337fc3c9a2
BM.GE
09.12.22 17:48
836
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტეკ - კომპანია Revolut-ის წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ფინტექ-ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კარგ შესაძლებლობებზე, ამისთვის ხელსაყრელ ნორმატიულ ბაზაზე, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე საქართველოში რეგიონული მასშტაბის ფინტექ-ჰაბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

დავითაშვილის განცხადებით, საქართველო მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რომელიც ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის, საფინანსო ინოვაციური პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება საქართველოში ინოვაციური ბიზნესების შემოსვლას და მათ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას, აგრეთვე ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მარტივად, ნაკლები დანახარჯებით და უსაფრთხოდ სხვადასხვა საფინანსო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური ფინანსური აპლიკაცია Revolut-ი, რომელსაც ჰყავს 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში, საქართველოში მომავალ წელს გამოუშვებს აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას. ითქვა, რომ გამარტივებული აპლიკაცია გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ემიგრაციაში წასული ჩვენი მოქალაქეებისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადგილობრივ ფინტექ - ბაზარზე არსებული ვითარება და საქართველოს, როგორც პოტენციური ტექნოლოგიური ჰაბის, განვითარების შესაძლებლობები.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები